15 წლის გოგონას დაჭრაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, 15 წლის გოგონას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებული.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული. შემთხვევა სოფელ მატანში მოხდა.

მოზარდს ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არ არის გამორიცხული მოზარდის კახეთიდან თბილისში გადმოყვანა გახდეს საჭირო.

შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, მას მეზობელმა, 22 წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან ესროლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button