მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარინა ჩოლოიანი გაათავისუფლეს

15 წლის ლუკა სირაძის საქმეში ბრალდებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს
პენიტენციური დაწესებულება მან ვადაზე ადრე,4 აგვისტოს დატოვა.

“სასჯელის დანიშვნიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, სავალდებულოა, მუდმივმოქმედმა კომისიამ, ადგილობრივმა საბჭომ განიხილოს თითოეული მსჯავრდებულის საქმე. დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ვადა მოუწია, მივმართეთ, უარი განაცხადა საბჭომ, არ გაათავისუფლა. ამის შემდეგ გავასაჩივრეთ სასამართლოში. სასამართლომ ჩვენი დასაბუთებული საჩივარი დააკმაყოფილა, რის შემდგომაც დაუბრუნა მუდმივმოქმედ საბჭოს ხელახალი განხილვისთვის და მან მიიღო გადაწყვეტილება გათავისუფლების თაობაზე”, – განმარტა ადვოკატმა.
შეგახსნებთ, გასული წლის სექტემბერში მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით ჩოლოიანს სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button