პრეზიდენტის მოლოდინში 3 ადამიანი გარდაიცვალა

თურქმენეთში, აშხაბადის ახალი სტადიონის გახსნის დროს, 10 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 3 მათგანი გარდაიცვალა, მათ რიცხვში 1 ბავშვი იყო, – გადმოსცემს სააგენტო „თურქმენეთის ქრონიკა“.

ინციდენტი 5 აგვისტოს მოხდა, მაგრამ ჟურნალისტური გამოძიების დასრულებამდე, ინფორმაცია არ გაავრცელეს.
პრეზიდენტი ბერდიმუჰამედოვი სტადიონის გახსნას უნდა დასწრებოდა. ხალხი მოედანზე დილის 5 საათიდან შეკრიბეს.

agpalპრეზიდენტი ადგილზე მხოლოდ 11:45 წუთზე მივიდა. თაკარა მზეზე მდგომ ადამიანებს, 7 საათის განმავლობაში, წყლის დალევის და საჭირო ოთახში გასვლის საშუალება არ ჰქონდათ.

თურქმენეთში, მსგავსი ღონისძიებების ჩატარების დროს, პოლიცია მთელ პერიმეტრს ალყაში აქცევს და ზეიმის დასრულებამდე, ადამიანებს ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევს.

ამ ხნის განმავლობაში, მოედანზე 50 ადამიანს გული შეუწუხდა, ბევრმა ბავშვმა ადგილზე ჩაისველა. 5 აგვისტოს, თურქმენეთში 41 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა.
ხელისუფლების მიერ რეგულარულად მოწყობილი დღესასწაულები, ხალხის მასობრივ დაღუპვას იწვევს, მაგრამ პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები ზეიმების მოწყობაზე უარს არ ამბობენ.

თურქმენეთის მთავრობის სხდომებზე, თითქმის მთელი დრო, დღესასწაულების მოწყობის განხილვას ეთმობა, – აღნიშნავს „თურქმენეთის ქრონიკა“.

მსგავსი პოსტები

Back to top button