კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჟურნალისტის მიმართ მუქარისა და მანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიმართ მუქარასა და მანქანის დაზიანების ფაქტზე საქმე ორი მუხლით აღძრა.

“საქმე აღძრულია სსკ-ის 151-ე და 187-ე მუხლებით,რაც მუქარას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს”,-უთხრეს რადიო თბილისს შსს-ში.

მესტიაში მომხდარ ფაქტს არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა.

“ჩვენი ჟურნალისტი, ემა გოგოხია, გუშინ იღებდა სიუჟეტს ვიქტორ ჯაფარიძის და მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ქონებაზე და უკანონო ტენდერებზე. ინფორმაციის წყარო იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მიერ გამოქვეყნებული დასკვნა.

ჟურნალისტმა ვერ მოასწრო სიუჟეტის დასრულება და ღამე მოუწია მესტიაში დარჩენა. ღამე დაურეკა კაპიტან ჟორჟოლიანმა, შესთავაზა ფული და მოსთხოვა ქვეყნის დატოვება, რაზეც მიიღო უარი.
დილით, სახლიდან გამოსულ ჩვენს ჟურნალისტს მანქანის ოთხივე საბურავი დაჭრილი დახვდა.
ჩვენი სრული მხარდაჭერა და უდიდესი სიყვარული უმაგრეს ემას.

დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, აღნიშნული მოხელის უმკაცრესად დასჯას საქართველოს პროკურატურა / თჰე Pროსეცუტიონ შერვიცე ოფ Gეორგია Nინო Lომჯარია
მედია ტერორის წამხალისებელი ქართული ოცნება / Gეორგიან Dრეამ აუციებლად აგებს პასუხს ამ ყველაფრისთვის, რასაც ჩადის.”,-წერს გვარამია.

“მთავარი არხის” სამეგრელო-ზემო სვანთის კორესპონდენტის ემა გოგოხიას ავტომობილს მესტიაში საბურავები დაუზიანეს.

მისი თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ავტომობილი გარეთ, ავტოსადგომზე იდგა.
გოგოხია ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან მესტიის მერი კაპტონ ჟორჟოლიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე დგანან.

მსგავსი პოსტები

Back to top button