პოლიტიკურ დიალოგში ჩასართავად საქართველოში შარლ მიშელის წარმომადგენელი ჩამოვა

პოლიტიკური დიალოგის გასაგრძლებელად ვეროსაბჭოს პრეზიდენტი შარ მიშელი საქართველოში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს აგზავნის.
ინფორმაცია ევროსაბჭოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული, რომელშიც ხაზგასმულია, რომ „ბატონი დანიელსონი იქნება შუამავალი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგში და მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან საქართველოში ამჟამად შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.“
მიშელი და ბორელი მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, სრულად ჩაერთონ დიალოგში, რომ მიაღწიონ ყველა მხარისთვის მისაღებ შედეგს, რათა საქართველომ პროევროპულ გზაზე წარმატებით სვლა შეძლოს.
შეგახსენებთ,2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. მათი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარება. ვადამდელ არჩევნებზე კატეგორიულ უარს ამბობს მმართველი გუნდი. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა.ვითრება კიდევ უფრო გამწვავდა ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ.
ამის შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კიდევ ერთი შეხვედრა 1 მარტს უკვე ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით შედგა.