სპორტი

ყატარი 2022 – ს საკვალიფიკაციო ევროპაში, ბევრი გოლით დაიწყო

A ჯგუფში პორტუგალიამ აზერბაიჯანს უმასპიძლა და მედვედევის გოლით მიზერული ანგარიშით დაამარცხა სუსტი მეტოქე.
ირლანდია ბალკანეთში იმყოფებოდა სტუმრად და უხვგოლიანი მატჩი სერბეთის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

D ჯგუფში დიდიე დეშამის გაწვრთნილმა ფრანგებმა, შევჩენკოს შეგირდებთან ფრეს მიაღწიეს და ისიც კიმპემბეს ავტოგოლით. მატჩის მე-19 წუთზე გრიზმანმა ანგარიში გახსნა, თუმცა 57-ე წუთზე ფრანგმა მცველმა საკუთარ კარში ბურთის ჩაჭრით, უკრაინას ქულა მოუტანა. 1:1 ასეთი ანგარიშით დასრულდა ეს შეხვედრა.
ამავე ჯგუფში, 2 ბურთიანი საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა ფინეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას შეხვედრაში. 4-ვე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

E ჯგუფში მასპინძელმა ბელგიამ 3:1 მოუგო უელსს. ესტონეთში სტუმრად მყოფმა ჩეხეთმა კი გამაადგურებელი ანგარიშით 6:2 დაამარცხა ბალტიისპირელთა გუნდი.

G ჯგუფის პირველ შეხვედრაში თურქებმა ნიდერლანდებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და ბურაქ ილმაზის ჰეთ-თრიკით და ჩალჰანოღლუს ერთი გოლით, 4:2 დაამარცხეს უძლიერესი მოწინააღმდეგე.
აქვე, ამ ჯგუფში, სტუმრის სტატუსის მქონე მონტენეგრომ ლატვიას 2:1 სძლია. სკანდინავიურმა ნორვეგიამ კი,რომელსაც გიბრალტარი მასპინძლობდა, მშრალი ანგარიშით 0:3 დაამარცხა ოკეანელები.

H ჯგუფში 3 შეხვედრა გაიმართა. აქედან: კვიპროსმა და სლოვაკეთმა უგოლოდ დაასრულეს მატჩი. მალტა შინ, რუსეთთან 1:3 დამარცხდა და ბალკანური დერბი სლოვენიას და ხორვატიას შორის, მე-15 წუთზე ლოვრიჩის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button