16 დეკემბერს თბილისში “რაგბი ევროპის” პრეზიდენტი ჩამოვა

16 დეკემბერს, ასამბლეის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოში “რაგბი ევროპის” პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუ ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

2016 წლის ივნისში საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, “რაგბი ევროპის” გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს, რისთვისაც სამზადისი უკვე დაწყებულია.

მორარიუს ვიზიტის დროს 2015 წლის მსოფლიო თასზე “რაგბი ევროპის” კავშირების წარმატებული თამაშები შეფასდება და მომავალ ოთხწლიან ციკლში განსახორციელებელი გეგმები განიხილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button