მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

16 რუსი დაიღუპა ჰამასის თავდასხმის შედეგად

ისრაელში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ ჰამასის თავდასხმას მათი 16 მოქალაქე ემსხვერპლა. 8 კი დაკარგულია

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული სააგენტო Ria წერს, რომ რუსეთის, სულ მცირე, ერთი მოქალაქე ღაზას სექტორში მძევლად არის აყვანილი.
„ისრაელის კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული წინასწარი ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მინიმუმ ერთი მოქალაქე, რომელსაც ასევე აქვს ისრაელის მოქალაქეობა, არის ჰამასის მძევლების სიაში ღაზას სექტორში“, – თქვა მან.

ისრაელმა გუშინ, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის ტერიტორიაზე მათი ჯარები შეიყვანა – კერძოდ, საუბარია არა ფართომასშტაბიან სახმელეთო, არამედ ლოკალურ ოპერაციებზე, რომლის მთავარი მიზანი მძევლების პოვნა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ჩრდილოეთში მცხოვრებ პალესტინელებს ღაზის სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდა – გაფრთხილების ვადა პარასკევს ამოიწურა, თუმცა ჰამასმა ადგილობრივებს უთხრა, რომ ევაკუაცია არ განეხორციელებინათ. არსებული ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ისრაელზე თავდასხმის დღეს ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ 150-ზე მეტი მძევალი აიყვანა, ხოლო, სულ მცირე, 1 300 ადამიანი მოკლა – მათგან უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button