მმართველი გუნდი ოპოზიციის მუქარას ეხმაურება
ოპოზიციის ნაწილის მუქარას, პარლამენტის დატოვების შესახებ, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. „ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშილის განცხადებით, თუ ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, მათ ხელფასის მიღებაზეც უარი უნდა თქვან.
“ოპოზიციის წარმომადგენლების სიტყვას როგორ შეიძლება ვინმე ენდოს. ამბობდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ იმდენად პრინციპულები იყვნენ და არ მოახდენდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, თუმცა შემოვიდნენ კიდეც, მოუწიათ შემოსვლა და ეხლაც თუ გავლენ, ისევ შემოვლენ.
ხელფასის მიღებაზეც უარი თქვან მაშინ თუ გავლენ და როდესაც შემოვლენ შემდომ აღუდგეთ ხელფასი. ესეც არ მოატყუონ ხალხს, უთხრან, რომ არაფერში ხელფასი არ უნდა აიღონ, თუ აპირებ გავიდნენ, გზა ფართოა, მაგრამ მაინც მოუწევთ შემდგომ შემოსვლა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, 23 ივნისს “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მოუწოდა ოპოზიციას , რომ თუ მმართველი პარტია გააგრძელებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, პარლამენტი დატოვონ.ხაზარაძის მოწოდება გაიზიარა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემაც.