162-ე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა

თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დილიდან ჩაშლილია.

პედაგოგები პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე არ შევიდნენ. მასწავლებლებისთვის განათლების სამინისტროს ის გადაწყვეტილება აღმოჩნდა მიუღებელი, რომლის მიხედვითაც 2 სკოლის, 162-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს. 162-ე სკოლის დირექტორმა მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერა.

პედაგოგების თქმით, ეს გადაწყვეტილება მან მშობლებთან და პედაგოგებთან შეთანხმების გარეშე მიიღო. პედაგოგების პროტესტს მშობლებიც შეუერთდნენ, მათი აზრით, სამინისტროს გადაწყვეტილება და დირექტორის მიერ ამ მემორანდუმზე ხელის მოწერა 162-ე სკოლის დახურვას გამოიწვევს.

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით კი სკოლებს შორის გაფორმებული მემორანდუმი არა ოპტიმიზაციას, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობას გულისხმობს. ამ წუთებში 162-ე სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან შეხვედრას განათლების მინისტრის მოადგილე მართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button