მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. შემთხვევა სოფელ ჩაილურში მოხდა.მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ძლიერი შეჯახების შედეგად, ავტომობილში მყოფი, 45 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მოტოციკლის მძღოლი სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა.
კლინიკაში გადაიყვანეს მსუბუქი ავტომანქანის ერთი მგზავრიც.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრასნპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button