მნიშვნელოვანისიახლეები

17 066 ახალი შემთხვევა-28 იანვრის კოვიდსტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 64 412 კვლევა ტესტით, მათ შორის 41 613 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 799 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 066 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 127 234. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გარდაიცვალა 14 870 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 397 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 986 928.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 870 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 9 256 შემთხვევა

📌აჭარა – 1 523

📌იმერეთი – 2 219

📌ქვემო ქართლი – 780

📌შიდა ქართლი – 775

📌გურია – 240

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 865

📌კახეთი -683

📌მცხეთა-მთიანეთი – 289

📌სამცხე-ჯავახეთი – 388

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 48.

კორონავირუსი ყოველდღიურად ახალ ანტირეკორდს ამყარებს. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისევ მძიმეა. ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მკვეთრი მატების ფონზე, შედარებით დაბალია ლეტალობის მაჩვენებელი, რასაც სპეციალისტები “ომიკრონის” შტამის მსუბუქი მიმდინარეობით ხსნიან.

ჯანდაცვის სექტორი ემზადება, რომ ინფიცირებულთა რიცხვი მომავალი 2 კვირის განმავლობაში მეტად გაიზრდება.

სწორედ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ელოდებიან ექიმები ახალი ტალღის პიკს, შემდეგ კი მდგომარეობის დასტაბილურებას ვარაუდობენ.
იმისათვის რომ არ მოხდეს ჯანდაცვის რესურსების ამოწურვა და კოლაფსამდე მიყვანა მედიკოსები მოსახლეობას ისევ იმუნიზაციას და სხვა რეგულაციების დაცვას ურჩევენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები დაახლოებით იგივე რჩება და ამავე დროს არც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღინიშნება მატება. თამარ გაბუნია ხაზს უსვამს წესების დაცვას და მათ ვისაც გარკვეული სახის სიმპტომები აღენიშნებათ სახლში დარჩენისა და იზოლაციისკენ მოუწოდებს.

თამარ გაბუნიას და ბიძინა კულუმბეგოვის ხმა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში ტესტირებული 1169 პირიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 607-ს. ეს პანდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აფხაზეთში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი.პანდემიის განმავლობაში აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 42065 შემთხვევა.

COVID-19-ით გარდაცვლილია 590 პაციენტი. დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button