ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკამნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში საწვავი დღესაც გაძვირდა. ფასის ზრდამ საშუალოდ 5-8 თეთრი შეადგინა. საქართველოს ბიზნესასოციაცია გამომწვევ მიზეზებს განმარტავს. განცხადებას “ბიზნესრევიუ” უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროსს. აქვე, პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ამოცანა არის და ყოველთვის იქნება დავიცვათ ბიზნესის სამართლიანი და ობიექტური ინტერესები, რაც იმთავითვე გულისხმობს საზოგადოების პროფესიულ და ობიექტურ ინფორმირებას ბიზნესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

რაც შეეხება, საწვავზე ფასების ზრდას, ბუნებრივია, ეს პროცესი ნეგატიურად მოქმედებს როგორც მოსახლეობაზე, ასევე ეკონომიკურ აგენტებზე, რომლებსაც სხვადასხვა მიზნით უწევთ საწვავის მოხმარება. ამავდროულად, საწვავზე ფასების მატება, ასევე, უარყოფითად აისახება იმ ეკონომიკურ აგენტებზეც, რომლებიც ეწევიან საწვავის იმპორტს და მის შემდგომ რეალიზაციას – ამ კომპანიებს ეზრდებათ ხარჯები საბრუნავ სახსრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი მოთხოვნის გამო და უმცირდებათ ეკონომიკური მოგება, რადგანაც ვერ ხერხდება ფასების მატების სრული მასშტაბით გადატანა საბოლოო მომხარებელზე.

უფრო კონკრეტულად: ფართო საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასებს განსაზღვრას  საერთაშორისო ბაზარზე არსებული კონიუნქტურა.  ქვეყნის შიგნით კი საწვავის სარეალიზაციო ფასის დადგენაში  მონაწილეობას იღებს 3 (სამი) მთავარი პარამეტრი: საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე, საწვავის იმპორტზე მიკუთვნებული გადასახადები და აშშ დოლარის მიმართ  ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი. აღნიშნული არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის რაიმე ექსკლუზიურ გარემოებას და მსგავსი ფასწარმოქმნის მექანიზმი მოქმედებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, რომლებიც სრულად არიან დამოკიდებული საწვავის იმპორტზე“ – აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე.

2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში საერთაშორისო ფასები ბენზინზე (Platts Premium Unl 10 ppm) საშუალოდ შეადგენდა 378 აშშ დოლარს. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში საერთშორისო ფასები საშუალოდ შეადგენს 791 აშშ დოლარს. ანუ, საერთაშორისო ფასები გაიზარდა 2-ჯერ და უფრო მეტად (+109%).

მსგავსი პოსტები

Back to top button