ირაკლი კობახიძის თქმით ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილება
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ გუშინ აქციაზე ერთ-ერთ თათბირზე, ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილა.
ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია, მათ კონკრეტულმა პირმა, გაუთქმელობის დათქმით მიაწოდა. შესაბამისად, ის აცხადებს, რომ წყაროს შენარჩუნების მიზნით, ისინი მის სახელს არ დაასახელებენ, ვინაიდან მომავალშიც მიიღონ მისგან ინფორმაცია, რისკების დასაზღვევად.
კობახიძემ თქვა, რომ “ეს არის ოპოზიციის მხრიდან რადიკალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი” და ამის დასტურად მან სუს-ის განცხადებები მოიყვანა.
ირაკლი კობახიძის ხმა
პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, მისი მოწამვლის “გეგმაზე” “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აბსურდულს უწოდებს.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ასეთი ფანტაზიები იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში. ელენე ხოშტარია პარლამენტში უკვე მე-7 დღეა შიმშილობს.
ელენე ხოშტარიას ხმა