მნიშვნელოვანისაქართველო

“18 იანვრის საღამოდან ამინდი გაუარესდება”

გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ 18 იანვარს დღის ბოლოდან 20 იანვრის დილამდე საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ქარი.

მაღალმთიან ზონაში ქარბუქია ნავარაუდევი, ხოლო ზღვაზე 4–6-ბალიანი შტორმი.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში თქვეს, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გამოიწვიოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button