კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

18 წლის ბიჭს ქვები დაუშინეს – მდგომარეობა მძიმეა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 18 წლის ბიჭი სცემეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ბიჭს, რომელიც ერთ-ერთი სუფრიდან ბრუნდებოდა, თავს ხუთი მოქალაქე დაესხა.

ახალგაზრდა, ქვებით არის ნაცემი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მძიმეა.

თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე, უცნობია. მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

18 წლის ახალგაზრდა, ამ დრომდე, საავადყოფოში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში, რადიო ჰერეთის ზარებს არ უპასუხეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button