მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კოვიდ-19 – სტატისტიკა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 926 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 91 ადამიანი კი, გარდაიცვალა.

worldmeters.info-ს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 290 678 შემთხვევა გამოვლინდა და კორონავირუსის გავრცელების მსოფლიო რეიტინგში, იგი ამჟამად მეორე ადგილზეა, აშშ-ს შემდეგ.

მსხვერპლთა საერთო რაოდენობა რუსეთში 2 722-ია. სულ 70 209 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, აშშ-ში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 1 528 179 შემთხვევაა დადასტურებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში 515 ინფიცირებული გამოვლინდა, ხოლო 10 გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, აშშ-ში კოვიდ-19-ით, 90 988 ადამიანია გარდაცვლილი, 346 349 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოს მასშტაბით, ამ დროისთვის, კორონავირუსი 4 827 272 ადამიანს დაუდასტურდა. ამათგან 317 174 გარდაიცვალა, ხოლო 1 868 532 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button