რეგიონი

მამაკაცი რომელიც ყოფილ მეუღლეს დანით გამოეკიდა გამოძიება დაიწყო

შსს-მ ზუგდიდში ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც მამაკაცი ყოფილ მეუღლეს დანით გამოეკიდა, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე პრიმა (ადევნების) მუხლით დაიწყო.

ამის შესახებ უწყებაში აცხადებენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ჯარიმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე) ან/და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცნობისთვის, ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე საპატრულო პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ყოფილ ცოლს მოსდევდა და დანით ემუქრებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button