მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
19 ივლისიდან კოვიდრეგულაციები მკაცრდება
19 ივლისიდან ტრენინგის, კონფერენციის, სემინარის ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ უარყოფით PSR ტესტით.
გარდა ამისა, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.
ასევე, 19 ივლისიდან 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვები იქნება მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი Pჩღ ტესტირების საფუძველზე.
ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში 15 ივლისს შევიდა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო 24 საათში 1653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა