კრიმინალი
19 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა.
ვასილ მაისურაძის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ სამთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები ამ ტურნირით ევროპირველობის ელიტ რაუნდისთვის ემზადებიან.
19 წლამდელთა ნაკრებში 2 ლეგიონერი იქნება წარმოდგენილი.
ასპარეზობა პორტუგალიის ქალაქ ლოუზადაში 11_დან 16 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.
ქართველების მეტოქეები დანიის და პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრებები იქნებიან