მნიშვნელოვანისიახლეები

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართებიან

პარლამენტთან სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

პარლამენტთან სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული. სპეცრაზმელები პარლამენტის გვერდით ქუჩებიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით წყლის ჭავლს ჯერ კიდევ უშვებენ. ასევე, იყენებენ ცრემლსადენ გაზს.

პარლამენტთან აქციის მონაწილეებს ორგანიზატორებმა მოუწოდეს, რესპუბლიკის მოედნისკენ გადაინაცვლონ, რადგან სპეცრაზმი ჩიტაძის ქუჩიდან ცრემსადენი გაზის ე.წ. ყუმბარებს იყენებს.

შესაბამისი მოწოდება პარლამენტთან სცენაზე გამოაცხადეს.

ამ დროისთვის მოქალაქეები რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართებიან.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართებიან.

შესაბამისი მოწოდება პარლამენტთან სცენაზე გამოაცხადეს.
პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი შეუძლოდ გახდა.

პარლამენტის შენობაში ცრემლსადენი გაზის სუნი მძაფრად იგრძნობა და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა დეპუტატის შეუძლოდ გახდომის მიზეზიც.

ადგილზე საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება.

მსგავსი პოსტები

Back to top button