რეგიონი

19 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა

კახეთში 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდის კორონავირუსით გარდაცვალების უკვე ათამდე შემთხვევა დაფიქსირდა

გურჯაანში კორონავირუსით 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
კოვიდ-19 ით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, 19 წლის გიორგი ლუაშვილი გარდაიცვალა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ინფექცია გარდაცვლილს და დედამისს, ერთდროულად დაუდასტურდათ.
ინფიცირებულებს სტაციონარში მკურნალობდნენ. ქალი გამოჯანმრთელდა, გიორგი ლუაშვილი კი, ინფექციით წარმოშობილი გართულებებით, დღეს, დილით გარდაიცვალა.
ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, ჭარბი წონის გამო დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
გარდაცვლილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო.
კახეთში 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდის კორონავირუსით გარდაცვალების უკვე ათამდე შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდაცვლითაგან არცერთი ვაქცინირებული არ იყო.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობის კლება შეინიშნება, დღეს კახეთში, კოვიდ-19-ის 71 შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button