სიახლეები
ლაგოდეხში დომენიკ მანგო სოციალურად დაუცველებს ეხმარება
დომენიკ მანგომ სოციალურად დაუცველების დასახმარებლად, ლაგოდეხში 4 ტონამდე ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები ჩაიტანა. სოციალური ღონისძიების ავტორი ამბობს, რომ საჭიროების მქონე ყველა პირსა და ოჯახს, სასურველი ნივთების შერჩევა შეუძლია.
,,ლაგოდეხში ვცხოვრობდი 1 თვის განმავლობაში, ჩემი აქ ყოფნის პერიოდში გამოჩნდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახები. მოგვიანებით მაინც მოვახერხეთ და ჩამოვიტანე 4 ტონამდე ტვირთი, რომელიც ორგანიზაცია ,,ქალები საქართველოსთვის” დახმარებით შევაგროვეთ. მივმართავ ადგილობრივებს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოსვლა და სასურველი ნივთის აღება. რაც მთავარია, ნახევარზე მეტი ტანსაცმელი ახალია”, -განაცხადა დომენიკ მანგომ.
ტვირთი ლაგოდეხის ცენტრში განთავსდება და მისი დარიგება, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.