მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისის რამდენიმე უბანში 17-18 სექტემბერს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ევროპის მობილობის კვირეულთან დაკავშირებით, 17-18 სექტემბერს, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა 16 სექტემბრის 22:00 საათიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, მიცკევიჩის ქუჩასა და ზაარბრიუკენის მოედანზე იმოქმედებს.

ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილების გადაადგილება მიცკევიჩის ქუჩაზე, გამრეკელის ქუჩიდან პეკინის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება.

კერძოდ, მიცკევიჩის ქუჩიდან პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ გამრეკელის ქუჩის გავლით, ყაზბეგის გამზირის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების გამოყენებით, ხოლო პეკინის გამზირიდან მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების, ასევე, ვაჟა-ფშაველას გამზირის, იონა ვაკელისა და ტანძიის ქუჩების საშუალებით

რაც შეეხება ზაარბრიუკენის მოედანს, მოძრაობა შეიზღუდება ტყვიავისა და გოგიბერიძის ქუჩებიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით. ზაარბრიუკენის მოედნიდან უზნაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩებიდან გადაადგილებას შეძლებენ, ტოლსტოისა და  ხეთაგუროვის ქუჩების გამოყენებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. უზნაძის ქუჩიდან გადაადგილება კი შესაძლებელი იქნება ზაარბრიუკენის მოედნის გავლით, გოგიბერიძის,  ტოლსტოისა და ზაარბრიუკენის ხიდის მიმართულებით

მსგავსი პოსტები

Back to top button