მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელის თავდაცვამ ღამით ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში „ჰამასის“ დაახლოებით 50 ობიექტს თავს დაესხა

დაკავებებით დასრულდა მორიგი აქცია თელავივში

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღამით ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში „ჰამასის“ დაახლოებით 50 ობიექტზე საჰაერო თავდასხმების ტალღა განახორციელეს.

თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეები მოიცავდა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას, შენობებს, რომლებსაც „ჰამასი“ იყენებდა, ტანკსაწინააღმდეგო გამშვებ პოზიციებსა და დანაღმულ შენობებს.

თავდასხმების ტალღის შემდეგ, ისრაელელმა ჯარისკაცებმა მოულოდნელი შეტევა დაიწყეს „ჰამასის“ ობიექტებზე და დაჯგუფების მებრძოლები გაანადგურეს.

თავდაცვის ძალების ცნობით, ინტენსიური ბრძოლები დღესაც გრძელდება.

ამასთან, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, ისრაელის ნაჰალის ბრიგადამ „ჰამასის“ ათობით წევრის ლიკვიდაცია განახორციელა.
დაკავებებით დასრულდა მორიგი აქცია თელავივში – დემონსტრაციაზე, სადაც პროტესტის მონაწილეები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვდნენ, პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები მთავრობას “ჰამასთან” მიმდინარე ომის არასათანადოდ მართვაში ადანაშაულებდნენ და ღაზის სექტორში მძევლად აყვანილი 130-ზე მეტი ისრაელელის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ანალოგიური მოთხოვნით საპროტესტო აქცია იერუსალიმში, ჰაიფასა და ისრაელის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button