დნიპროში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

14 იანვარს, ქალაქ დნიპროში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 წლის გოგონა დაიღუპა, დაშავდა 73. მათგან 40-ზე მეტი საავადმყოფოშია, ოთხი კი რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაშია.
ინფორმაციას მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელზე, კირილო ტიმოშენკოზე, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვალენტინ რეზნიჩენკოსა და დნიპროს მერზე ბორის ფილატოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეზნიჩენკომ მოგვიანებით განაცხადა, რომ დაჭრილებიდან ყველაზე უმცროსი სამი წლისაა. ცხრა წლის გოგონას მდგომარეობა კი მძიმეა.
რეზნიჩენკო ამბობს, რომ 40 ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია. არ შეცვლილა გადარჩენილების რიცხვი – ნანგრევებიდან 38 ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვია მათ შორის 14 ბავშვი.
კვლავ გრძელდება სამაშველო-საძიებო სამუშაოები, საშიში კონსტრუქციების დემონტაჟი.
უკრაინის განცხადებით, დნიპროში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს რუსული რაკეტა X-22 მოხვდა, რომელიც ზღვაში ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფის განადგურებისთვის არის განკუთვნილი. მათივე განცხადებით, უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემა ასეთ რაკეტას ვერ ჩამოაგდებს.