2.23 ლარი მცირედით გამყარდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

21 აპრილს, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2340 ლარი იქნება. 20 აპრილს ოფიციალური კურსი 2.2423 იყო.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც რამდენიმე პუნქტით გამყარდა.

ერთი ევროს შეძენა ხვალ 2.5392 ლარად იქნება შესაძლებელი.

2016 წლის 20 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2324 შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button