“ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული” – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახრუში ქარელის რაონის სოფელ ავლევთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა.

როგორც სუს-ის საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა, 6 ივნისს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული.

“აღნიშნული ბანერების არალეგალური მონტაჟი წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. აღნიშნული უკანონო ქმედება 28 ივნისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე იქნება განხილული”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button