2.37 – ლარი ისევ გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
29 ივნისს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3709 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.
ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.6289 ლარად იქნება შესაძლებელი.