2.40 – ლარი 4 თეთრით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა.
კერძოდ, 23 სექტემბრიდან ერთი დოლარის შეძენა 2.40 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.44 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0413 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც კი გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6880 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7632 ლარს შეადგენდა.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0752 ლარი შეადგინა.