2.42 – ლარი გამყარების ტენდენცია

ლარი ბოლო დღეების გამყარების ტენდენციას განაგრძობს. ერთი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით თითქმის 5 თეთრით გამყარდა.

ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნიშნული, რომელიც 2016 წლის განმავლობაში დაფიქსირდა, 2 ლარი და 49 თეთრი იყო.
პოზიტიური ტენდენცია თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყო. პირველ მარტს კურსი 2.47 იყო. ბოლო ათ დღეში კი ლარმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 42 თეთრია.

მსგავსი პოსტები

Back to top button