2.44 – ლარი კიდევ გაუფასურდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა.
კერძოდ, 22 იანვრიდან ერთი დოლარის ფასი 2.44 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც 21 იანვარს მოქმედებდა, 2.43 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.
კერძოდ, 22 იანვრიდან ერთი ევროს შეძენა 2.66 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა მოქმედი კურსი 2.65 ლარს შეადგენდა.