2.54 – კომერციული ბანკების ფასი დოლარზე

ზოგიერთ კომერციულ ბანკში 1 დოლარის ღირებულებამ 2.54 ლარს მიაღწია.

უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები საკმაოდ სწრაფად იცვლება.
ამ დროის მდგომარეობით, “საქართველოს ბანკში” ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.54 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა – 2.38 ლარად.

“ბანკ რესპუბლიკაში” 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.53 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.38 ლარს მიიღებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.41 ლარად იქნება შესაძლებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button