მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

2 მილიონი – სად გაიხარჯა ცხოველთა თავშესაფარისთვის გამოყოფილი თანხა

გახარჯული 2 მილიონის მიუხედავად,, გურჯაანში ცხოველთა თავშესაფარი ისევ არ ამოქმედებულა- თელავში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა გაორმაგდა.

უკვე რამდენიმე თვეა გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფარი აშენდა, თუმცა მუნიციპალიტეტებში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, კვლავ გადაუჭრელია.

თელავის ცენტრალურ ქუჩებსა და გარეუბნებში, მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამით ქუჩებში ფეხით გადაადგილება, საფრთხის შემცველია.

” ჩვენს ქვემოთ დასასვენებელი პარკია. საღამოს ჩასვლის გვეშინია, რადგან ცენტრალური ქუჩა ძაღლებითაა სავსე. წლებია ეს საფრთხე ქალაქში არსებობს. ჯერ ცენტრში იყვნენ, ახლა ისე გამრავლდნენ, გარეუბნებშიც დიდ ჯგუფებად დადიან. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? “- ამბობს რადიო ჰერეთთან, ერთ- ერთი ადგილობრივი, ლამარა ხუბეჯიშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის , არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, თავშესაფრის ამოქმედების ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

” ეს მულტინიციპალური დაწესებულებაა, ყველამ უნდა დავაფინანსოთ. შეიქმნა მართვის ორგანო, იქმნება სათანადო სტრუქტურები, მოსაძიებელია სპეციალისტები, რომლებიც ძაღლებთან იმუშავებენ. ვერ გეტყვით როდის ამუშავდება, შესაძლოა სექტემბერში, შეიძლება გვიან”- განაცხადა ხანდამაშვილმა.

თავშესაფარი გურჯაანში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა და მისმა ღირებულებამ 1,9 მილიონი ლარი შეადგინა.

ტერიტორიაზე ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია, ვოლიერები და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაა განთავსებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button