2 წლის ბავშვმა საახალწლო პიროტექნიკა გადაყლაპა

2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ბურბუშელაში ჩადებული საახალწლო პიროტექნიკა გადაყლაპა, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

მცირეწლოვანი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. პიროტექნიკა ბურბუშელაში საჩუქრის სახით იყო მოთავსებული. ბურბუშელას მწარმოებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი შფუთვიდან უკვე ამოღებულია.

სურსათის ეროვნული სააგენტო იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან შესულ შეტყობინებას სწავლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button