მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მტერთან 35 საბრძოლო შეტაკება მოხდა-რუსეთმა უკრაინაში 242 620 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერთან 35 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

“გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 39 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 49. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხე რჩება.

მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. გასული დღის განმავლობაში მტერთან 35 საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 242 620 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 242 620 ჯარისკაცი დაკარგა ბოლო 24 საათში ოკუპენტებმა 660 სამხედრო, 11 ტანკი და 17 საარტილერიო სისტემა დაკარგეს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 24 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 4162
ჯავშანტექნიკა – 8118
საარტილერიო სისტემა – 4675
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 697
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 452
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 310
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3963
ფრთოსანი რაკეტა – 1307
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7182
სპეცტექნიკა – 698

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button