20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, 20 დღე დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლებამდე-ბოკუჩავა
გამარჯვება არის ძალიან ახლოს, 20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, 20 დღე დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლებამდე, 26 ოქტომბერს ერთად ვათავისუფლებთ მიშას! 20 დღე დარჩა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც შეჰყავს ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო იზოლაციაში, კვლავ დავაბრუნოთ ევროპის გზაზე , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მარნეულში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ბოკუჩავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გუნდის წევრებთან ერთად, მარნეულში, სოფელ აღმამედლოში იმყოფებოდა.
მან მოსახლეობას წინასაარჩევნო დაპირებები და არჩევნების შემდგომი ნაბიჯები გააცნო.
„გამარჯვება არის ძალიან ახლოს, 20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, 20 დღე დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლებამდე, 26 ოქტომბერს ერთად ვათავისუფლებთ მიშას! 20 დღე დარჩა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც შეჰყავს ივანიშვილს საერთაშორისო იზოლაციაში, კვლავ დავაბრუნოთ ევროპის გზაზე. მივდივართ ევროპისკენ, რადგან იქ არის მაღალი ხელფასები, მაღალი პენსიები, ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო განათლება, ჩვენი მშობლებისთვის საუკეთესო ჯანდაცვა, ეს გვინდა ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის და ერთიანობით, 5 ნომრით, აუცილებლად მოვიპოვებთ ამ გამარჯვებას.
მიშამ ერთ-ერთ თავის სასამართლოზე თქვა, რომ რაღაც დაბნეულობას აქვს ადგილი, ხანდახან ცდილობენ გარკვეული დაბნეულობა შემოიტანონ, განსაკუთრებით რეგიონებში და ყველას გასაგონად თქვა, რომ მისი პარტია არის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და 5 ნომერი. დიახ, იმარჯვებს ზუსტად 5 ნომერი, იმარჯვებს მარნეულში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ყველგან მთელ საქართველოში იმარჯვებს 5 ნომერი. 5 ნომერია სწორედ გამარჯვების ნომერი. 5 ნომერია ის, რომელიც დადებს გამარჯვებას და რომელიც არის მთავარი გასაღები ივანიშვილის მოსაშორებლად, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა სიღატაკე, გაჭირვება, უმუშევრობა, საერთაშორისო იზოლაცია, იძულებითი ემიგრაცია, როდესაც ივანიშვილი ამ ქვეყანას ჰპირდებოდა უამრავ სოციალურ სარგებელს, მაგრამ ნახეთ, რომ სარგებელი მან მხოლოდ თვისი ჯიბისთვის მოიტანა და არა ხალხისთვის, მაგრამ 26 ოქტომბრისთვის იქნება ეკონომიკა, რომელიც იმუშავებს ხალხისთვის და არა ივანიშვილისთვის. ერთიანობით ვიმარჯვებთ, გვაქვს თქვენი იმედი და თქვენ გქონდეთ ჩვენი იმედი, 26 ოქტომბერს ჩვენ მოვიტანთ დიდ გამარჯვებას და გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებს მოემსახურება, არც ერთი გადაწყვეტილება არ ემსახურება ვიწროპარტიულ ინტერესებს – ყველაფერს ექნება თავისი დრო, როდესაც ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ეხება, საქართველო იქნება თუ არა განვითარებული სამყაროს ნაწილი, შესაბამისად, „26 ოქტომბერს დამაჯერებელი, დიდი სხვაობით გამარჯვება არის უმნიშვნელოვანესი“.
„ის ხალხი, ვინც მიდის არჩევნებზე, საკმარისი იქნება იმისათვის, რომ 26 ოქტომბერს ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის გარდამტეხი ცვლილებები მოახდინოს და 27 ოქტომბრიდან ხალხის ინტერესი ქართულ პოლიტიკაში აისახოს. არ უნდა მოხდეს ჩანაცვლება, უნდა მოხდეს ცვლილება, იმ მანკიერი პოლიტიკური სისტემის შეცვლა, რომელიც არსებობს მთელი 32 წლის განმავლობაში. „ქართლმა ოცნებამ“ ეს პოლიტიკური სისტემა ბევრად გააუარესა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და დარწმუნებული ვარ, სხვებისთვისაც, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შემდეგ, ძალიან მალე მოხდეს სტაბილური ქვეყნის განვითარება და ამაზე ფიქრი, მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება [ხდება]. ყველა ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ისტორიულ მიზანს დააახლოებს, არც ერთი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, ამ ეტაპზე, არ ემსახურება ვიწროპარტიულ ინტერესებს, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებს.
ყველაფერს აქვს თავისი დრო, ყველაფერს ექნება თავისი მომენტი, როდესაც თქვენ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული. „კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ მოემსახურება ამ სახელმწიფოს განვითარებას, ეროვნულ და ევროპულ განვითარებას. ამისათვის საჭიროა, რომ აბსოლუტურად ყველანი მივიდეთ არჩევნებზე.
ეს არჩევნები ეხება, სახელმწიფო იქნება თუ არა განვითარებული სამყაროს ნაწილი, შესაბამისად, 26 ოქტომბერს დამაჯერებელი, დიდი სხვაობით გამარჯვება არის უმნიშვნელოვანესი, რომელსაც მოჰყვება ისტორიული ცვლილებები პოლიტიკური სისტემის ცვლილების სახით,“ – განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან კონსულტაციების მორიგი ეტაპი დღეს დაიწყო. პირველი შეხვედრა მან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან გამართა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მას შერჩეული ჰყავს ე.წ. ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც ის ოპოზიციას შეხვედრებზე წარუდგენს.