20 გრადუსიანი ყინვის მოლოდინი საქართველოში [რეპორტაჟი]

როგორ ემზადება საქართველო ზამთრისთვის? რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს თბილისის მერია, ყაზტრანსგაზი და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებისთვის მაშინ, როცა გარემოს დამცველები ზამთარში 20 გრადუსიან ყინვას ვარაუდობენ?
მოისმინეთ არასამთავრობო ორგანიზაციის საგანგაშო პროგნოზი და პასუხისმგებელი პირების მიერ რადიო თბილისის კორესპონდენტის, მარიამ ნამგალაძის კითხვებზე გაცემული პასუხები.
უცვლელად გთავაზობთ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ გაცემულ პასუხს, რომელიც კომპანიამ რეპორტაჟის მომზადების შემდეგ მოგვაწოდა:
- კომპანია, ზამთრის პერიოდში ძლიერი ყინვების დროს, პრევენციის მიზნით, გადადის ზამთრის რეჟიმზე, რაც გულისხმობს წყალმომარაგების ქსელებზე ზედაირულად განლაგებული, ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების და ვანტუზების შეფუთვა/დათბუნებას.
– ასევე ყოველ წელიწადს, ზამთრის პერიოდში, კომპანია მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს:
– იმ აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელები და აღრიცხვის კვანძები. -დაბალი ტემპერატურის პირობებში, ყინვის დროს, ასევე, რეკომენდირებულია დატოვონ ონკანი მოშვებული, წყლის მცირე ჭავლით.
- წყალმომარაგების სისტემები, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც ზედაპირულად არის განლაგებული მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის.
- რაც შეეხება წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელებს, ასეთ ქსელებში წყალი მუდმივად მოძრაობს, მიწის ქვეშ ერთიდან სამ მეტრამდე სიღრმეზეა
განთავსებული და მიწის საფარი იცავს – დაბალ ტემპერატურაზეც კი დაცულია მოყინვისგან.