მნიშვნელოვანისაქართველო

20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადაკვალიფიცირდა

პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძე განაცხადა, რომ  20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ მტკიცებულებებისა და ჩვენებების საფუძველზე დაადგინა, რომ აღნიშნულ ღამეს, იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით ხელში ჩაგდება, ამბოხება და პარლამენტის ხელში ჩაგდება. გარდა ამისა, კაციტაძე აღნიშნავს, რომ გარკვეულ ძალებს დაგეგმილი ჰქონდათ ქვეყანაში არეულობის გამოწვევა. 

კაციტაძის თქმით, ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდების მიზნით. უწყებაში აღნიშნავენ რომ მათ მოახერხეს აღნიშნული მცდელობის განეიტრალება და გამოძიების ფარგლებში შესაბამისი მასალების შესწავლა ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button