20 მილიონი ლარი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეძენისთვის

მომავალ წელს სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შესყიდვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში 20 მლნ ლარია გათვალისწინებული. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის პირველადი ვარიანტი პარლამენტს უკვე წარედგინა. კანონპროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია 20 მილიონი ლარით და შსს-სთვის ჯამში, 605 მლნ ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე წელის ზაფხულში საქართველოს რეგიონებში მასშტაბური ხანძრები გაჩნდა. დაიწვა და განადგურდა ასეულობის ჰექტარი ტყის ფართობები. საქართველოს ხანძრების ჩაქრობაში მეზობელი სახელმწიფოები სხვადასხვა სახით ტექნიკე დაეხმარენენ, მათ შორის ავიაციით.

მსგავსი პოსტები

Back to top button