მნიშვნელოვანისიახლეები

,,20% ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად რუსეთთან მიმართებაში სამშვიდობო ხედვა გვაქვს,,-კობახიძე

ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით 20% ჩვენი ტერიტორიის არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი, ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვებს მივუყვებით. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან და ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი. – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძემ განაცხადა რომ ევროკავშირის წევრობა ქვეყნის პრიორიტეტია, თუმცა აღიარა, რომ ამ მხრივ გამოწვევები არსებობს.

“რაც შეეხება ალიანსებს ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინაში, საქართველოს ინტეგრაცია იქნება უფრო ინტენსიური და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. მთავარი არის მშვიდობა განვითარებისა და ქვეყნებს შორის სწორი ურთიერთობებისთვის.” – განაცხადა კობახიძემ.

ანვე აღნიშნა, რომ ქვეყნის პრიორიტეტია, გახდეს ევროკავშირის წევრი:

„გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება“.

ირაკლი კობახიძე თურქეთში ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ერთ-ერთი მონაწილეა. ფორუმის, რომელიც 11-13 აპრილს იმართება, მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“.

მსგავსი პოსტები

Back to top button