მნიშვნელოვანი

,,200 ათასი ადამიანი, რომელმაც კალაძეს ხმა მისცა, ადეკვატური პასუხის მოსმენას იმსახურებდა“ – ,,შეაჩერე კორუფცია“

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შეაჩერე კორუფციას“ ხელმძღვანელის, ქეთი ენუქიძის განცხადებით, შორსაა იმ აზრისგან, რომ თბილისის მერმა მილანში ბიუჯეტის ფულით შეიჭრა თმა, თუმცა, ოპოზიციის კითხვებზე, კახა კალაძემ ,,ძალიან ცუდი კომენტარი გააკეთა“, – ამის შესახებ ქეთი ენუქიძემ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც უცნობია, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მივლინება, რომლისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო, ეს უკვე ეჭვის საბაბია.

,,კითხვები არსებობს და ის ორასი ათასი ადამიანი, რომელმაც მას ხმა მისცა, ალბათ იმსახურებდა, რომ ადეკვატური პასუხი მოესმინა“, – აღნიშნა ქეთი ენუქიძემ.

მოისმინეთ ქეთი ენუქიძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button