2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობები ძალას კარგავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, რომ 2006 წლის პირველ აპრილამდე აღებული მართვის მოწმობები 2018 წლის პირველი იანვრიდან იურიდიულ ძალას დაკარგავს.

თუმცა სააგენტოში თქვეს, რომ ვადის გასვლის შემდეგ ახალი მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება არ იქნება საჭირო. საჭიროა მხოლოდ ჯანმრთელობის ცნობის და 15 ლარიანი ქვითრის მომსახურების სააგენტოს ფილიალებში წარდგენა.

რაც შეეხება 2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე აღებულ მართვის მოწმობებს, მათ იურიდიულ ძალა 2028 წლის პირველ სექტემბრამდე აქვთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button