ალიანსის გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნა პუტინს 2008 წელს საქართველოში შეჭრილიყო შემდეგ კი ყირიმის ანექსია მოეხდინა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ გაიმეოროს ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის შეცდომები და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ შეაფერხოს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის დროს ალიანსის გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნა ვლადიმერ პუტინს, 2008 წელს საქართველოში შეჭრილიყო, შემდეგ კი ყირიმის ანექსია მოეხდინა.
„უკრაინა 2014 წელს უკვე რომ ყოფილიყო ნატო-ს წევრი, ყირიმის ანექსია, ომი დონბასში და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შემოჭრა არ მოხდებოდა“, – განაცხადა კულებამ და მოუწოდა გერმანიის მთავრობას, არ გაიმეოროს უკრაინაში ნატო-ს გაწევრიანებისთვის შეფერხების კუთხით ანგელა მერკელის კანცლერობის პერიოდში დაშვებული შეცდომა.
„არ გაიმეოროთ კანცლერ მერკელის შეცდომა, რომელიც მან 2008 წელს ბუქარესტში დაუშვა, როცა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით უკრაინის პროგრესს“, – აღნიშნა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ომის მიმდინარეობისას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არ ელოდება.
„მაგრამ ომის შემდეგ ევროპისთვის თვითმკვლელობა იქნება უკრაინის არმიღება ალიანსში“, – ამბობს კულება.