მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ნატოში-რუსეთი გაძლიერდა და ახლა ამ პროცესს აღარ დაუშვებს

ვიქტორ ორბანის აზრით რუსეთ-უკრაინის ომი 2024 წელს არ დასრულდება

უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, 2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში მიღება, თუმცა, “ეს შანსი ხელიდან გაუშვეს”. ორბანის თქმით, ამის შემდეგ რუსეთი გაძლიერდა და ახლა ამ პროცესს აღარ დაუშვებს.

“ჩვენ ვერ მოვახერხეთ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რითაც დავკარგეთ უკრაინის, როგორც ევროკავშირის და NATO-ს მომავალი წევრის პერსპექტივა”, – თქვა უნგრეთის პრემიერმა.

ვიქტორ ორბანის აზრით, უკრაინა უნდა დარჩეს “ბუფერულ ზონად” რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიებით< თუმცა არ იქნება EU-ისა და NATO-ს წევრი. "მოსწონთ თუ არა უკრაინელებს, უკრაინა არის იქ, სადაც ის რუკაზეა. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის - უსაფრთხოების გარანტიებით, რა თქმა უნდა. თუ ეს ვერ მოხერხდა, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიების დაკარგვას. რუსეთი ისევ და ისევ გაანადგურებს უკრაინას. რუსეთი არასდროს შეეგუება თავის საზღვრებზე ევროკავშირისა და ნატო-ს ისეთი წევრის გამოჩენას, როგორიც უკრაინაა", - თქვა ვიქტორ ორბანმა. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი არასოდეს მიიღებს სერიოზულად უკრაინას, როგორც პარტნიორს მოლაპარაკებებში - "მხოლოდ აშშ და შესაძლოა ევროკავშირი". "ჩვენ ევროპელები არ ვართ საკმარისად ძლიერები, რომ რუსებმა სერიოზულად მიგვიღონ" - ამბობს ორბანი და აღნიშნავს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება. მისი თქმით, აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და ისეთი სიტუაციის შექმნა, რომელშიც შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების წარმართვა. "ჩვენ არ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას, სანამ ის არ გაიმარჯვებს სამხედრო გზით", - დასძინა უნგრეთის პრემიერმა. გარდა ამისა, ორბანი მიიჩნევს, რომ ევროპა უკრაინას საკმარისი იარაღით ვერ დაუჭერს მხარს, რადგან ევროპის ქვეყნების საზოგადოებებში „ასეთი დახმარება უკვე ზედმეტად მიაჩნიათ“. 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპის საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. უკრაინა და მოლდოვა კი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button