მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს, გამოაცხადებს.საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ომის და შემდგომი ოკუპაციის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 350 ადმიანის ისტორია, 53 საჩივარში გააერთიანა. საჩივრები კი, ძირითადად სიცოცხლის უფლების დარღვევას, წამებას, მონურ შრომასა და პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფას ეხება.

სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, თუკი, საქართველოს სასარგებლოდ იქნება, მაშინ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მოსახლეობის ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყება.

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 400-ზე მეტი სამოქალაქო და სამხედრო პირი. ცხინვალის რეგიონიდან დევნილად იქცა 30 000-მდე ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button