მნიშვნელოვანისაქართველო
2017 წელს გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 8 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/01/26678673_1626004040789893_5046881118845619034_o.png)
გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასულ წელს დაფიქსირებული კანონდარღვევის სტატისტიკას აქვეყნებს.
უწყების ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 ათას 600-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა.
გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ კი, 8 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს ჯარიმის სახით, ჯამში 4 მილიონ ნახევარზე მეტი ლარი დაეკისრათ.