2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს წარეგდინება

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს დღეს წარეგდინება. დოკუმენტს ფინანსთა სამინისტრო საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრირებს.

საკითხზე დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე უნდა იმსჯელონ, რომელიც დღეს 15 საათზეა ჩანიშნული.

საპარლამენტო უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ საჭირო კვორუმი იქნება და ბიუროს სხდომა გაიმართება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრების მიხედვით, სოციალური მომართულებით განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება გაიზრდება.

ქვეყნის 2017 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მე-9 მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button