მედვედევის თქმით- ,,უკრაინა უპირობოდ რუსეთია,,-მოსკოვი “სპეცოპერაციას გამარჯვებამდე მიიყვანს”

უკრაინა რუსეთია და ალტერნატიული კონცეფცია „სამუდამოდ უნდა გაქრეს“ – აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.
მედვედევმა ლექცია ჩაატარა მარათონზე სახელწოდებით “გეოგრაფიული და სტრატეგიული საზღვრები” და ამტკიცებდა, რომ მოსკოვი “სპეცოპერაციას გამარჯვებამდე მიიყვანს”.
მისივე თქმით, უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან მშვიდობიანი მოლაპარაკება შეუძლებელია და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ “კიევი აღიარებს სპეცოპერაციის შედეგად გაჩენილ რეალობას”.
“ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ სპეცოპერაციას ლოგიკურ დასასრულამდე – საბოლოო გამარჯვებამდე, ნეონაცისტების დანებებამდე…უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსეთია”, – ამბობს მედვედევი.
„უკრაინის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა ერთხელ თქვა, რომ უკრაინა რუსეთი არ არის. ეს კონცეფცია სამუდამოდ უნდა გაქრეს. უკრაინა, უპირობოდ, რუსეთი“, – განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, რუსული საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფის მცდელობები დავიწყებას უნდა მიეცა.
„ის სამართლიანად თვლის უკრაინას და მის მოსახლეობას ჩვენი რუსული ცივილიზაციის ნაწილად. უკრაინა რომ არ ჩავარდნილიყო ყველაზე სულელურ ხაფანგში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დააგეს უკრაინის დახმარებით ჩვენს ქვეყანასთან დასაპირისპირებლად, ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო“, – განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, უკრაინის ლიდერებს რომ მინსკის შეთანხმებები რომ შეესრულებინათ, უკრაინაში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ საჭირო აღარ გახდებოდა.