რუსების მიერ დანაღმულ უკრაინაში ბრძოლები კვლავ გრძელდება
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი ამბობს, რომ კონტრშეტევის დროს უკრაინელი სამხედროები, ზოგჯერ, ერთ კვადრატულ კილომეტრზე 5 რუსულ ნაღმს აწყდებიან.
“დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში. ასობით კილომეტრი დანაღმული ველი, მილიონობით ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფრონტის ზოგიერთ სექტორში კვადრატულ მეტრზე ხუთ ნაღმამდე.
რუსების მიერ დანაღმული ველები სერიოზული დაბრკოლებაა ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მაგრამ არა გადაულახავი. ჩვენ გვყავს კვალიფიციური მესაზღვრეები და თანამედროვე აღჭურვილობა, მაგრამ ეს უკიდურესად არასაკმარისია ფრონტისთვის, რომელიც ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით”, – თქვა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა “გაფართოვონ და დააჩქარონ” წვრთნა, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ბრიტანეთი, უკვე ატარებს.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 254 380
ტანკი – 4 306
ჯავშანტექნიკა – 8 354
საარტილერიო სისტემა – 5 099
სარაკეტო სისტემა – 714
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 479
თვითმფრინავები – 315
ვერტმფრენი – 313
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 213
საკრუიზო რაკეტები – 1 379
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 562
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 766.